ნიუსრუმი დეზინფორმაციის წინააღმდეგ
კურსი გვიჩვენებს თუ რა დაბრკოლებებს აწყდებიან საქართველოში, თურქმენეთში, უკრაინასა და მოლდოვაში მომუშავე ჟურნალისტები.
ვიდეო
ვიდეო
სწრაფი ქვიზი
სწრაფი ქვიზი
კითხვები
კითხვები საკლასო დისკუსიისთვის
რატომ ქმნიან და ავრცელებენ ყალბ ამბებს ესა თუ ის ჯგუფები?
შეგიძლიათ გაიხსენოთ მსგავსი ჯგუფი, რომელიც მოქმედებს საქართველოში /სომხეთში/აზერბაიჯანში/ მოლდოვაში?
რა შეიძლება იყოს მათი დღის წესრიგი?რუსული დეზინფორმაცია ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.
სამივე ქვეყანაში ის მსგავსი მეთოდების გამოყენებით მოქმედებს.
რა ზიანი მოაქვს ასეთ ინფორმაციას ამ ქვეყნებისთვის?
თქვენი აზრით, მისი გავლენა ყველა ამ ქვეყნაში მსგავსია თუ განსხვავებული?ყალბი ამბები ხშირად ელვის სისწრაფით ვრცელდება, თუმცა უკვე მხილებულ დეზინფორმაციას, როგორც წესი, გაცილებით მცირე აუდიტორია ჰყავს.
აქვს თუ არა აზრი ყალბი ამბის მხილებას თუ მას მკითხველი არ ეყოლება?
რა უნდა გააკეთონ იმათ, ვინც ყალბ ამბებს ებრძვის მათი საქმიანობა უფრო ეფექტური რომ გახდეს?ავტორიტარული რეჟიმების პირობებში დამოუკიდებელი ჟურნალისტები ხშირად იდევნებიან, ხოლო მთავრობები ხდებიან დეზინფორმაციის გავრცელების წყარო.
უნდა ჩაიყენონ თუ არა ჟურნალისტებმა თავი საფრთხეში სიმართლის დასადგენად?
არის თუ არა ჟურნალისტის მოვალეობა სიმართლის ნებისმიერ ფასად გამოვლენა?ყალბი ამბები და დეზინფორმაცია მთელ მსოფლიოში სწრაფი ტემპით ვრცელდება.
რა უნდა მოიმოქმედონ მთავრობებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ და მედიამ ყალბი ამბების აღმოსაფხვრელად და რა იქნება ამის ფასი?
სავარჯიშოები
თქვენ დეზინფორმაციის პირისპირ
როგორ იმოქმედებდით თქვენ ამა თუ იმ ვითარებაში? შეარჩიეთ თქვეთვის საუკეთესო ვარიანტი და განიხილეთ ის კლასთან ერთად. არ არსებობს სწორი ან არასწორი პასუხი, თუმცა ზოგიერთი პასუხი უფრო მართებულია, ვიდრე სხვა დანარჩენი .
სიტუაცია 1
თქვენ ხართ დამოუკიდებელი გამოცემის რედაქტორი და თბილისში მუშაობთ. ფეისბუკის საშუალებით იღებთ ფარული აუდიო ჩანაწერის ბმულს. ამ ჩანაწერში ორი ადამიანია, ერთი გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ოპოზიციური პარტიიდან, ხოლო მეორე რუსეთის „ფეესბეს“ თანამშრომელი. კანდიდატი უთანხმდება ოფიცერს მიიღოს 100 000 ამერიკული დოლარი იმის სანაცვლოდ, რომ გორში მემაჯვენე ჯგუფების მიერ მოეწყობა საპროტესტო აქცია ქალაქისთვის სახელის გადარქმევის და მისთვის ახალი სტალინგრადის დარქმევის მოთხოვნით. პიროვნება, რომელმაც ჩანაწერი გამოგიგზავნათ თქვენს შეტყობინებებს არ პასუხობს, როგორს ჩანს მისი პროფილი ყალბია. ჩანაწერი ატვირთულია ცარიელ ვებგვერდზე, რომელიც ყალბი სახელით არის დარეგისტრირებული უკრაინაში. თქვენ უკავშირდებით თქვენს კოლეგებს უკრაინაში და ისინი გეუბნებიან, რომ მათ არაფერი იციან ამ კონკრეტული წყაროს შესახებ, თუმცა ის ძალიან ჰგავს სხვა პლატფორმებს, რომლებიც ხშირად ავრცელებენ ყალბ ამბებს. ადგილობრივი არჩევნები ხვალ არის და ბოლო კვლევების თანახმად, ოპოზიციის კანდიდატი სავარაუდოდ იმარჯვებს. როგორ მოიქცევით?
ვარიანტი 1
ეს შეიძლება იყოს ყალბი ამბავი ან ფაბრიკაცია, რომელსაც მმართველი პარტია იყენებს ოპოზიციური პარტიის კანდიდატის წინააღმდეგ. კოლეგები ფიქრობენ, რომ წყარო, სავარაუდოდ, ყალბია. თუ ჩანაწერს ახლა გამოვაქვეყნებ, ის გავლენას იქონიებს ხვალინდელი არჩევნების შედეგებზე. ასეთი ამბის გამოქვეყნება არჩევნებამდე ერთი დღით ადრე უპასუხისმგებლობა იქნება, თუ ასი პროცენტით არ ვარ დარწმუნებული. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მივუთითებ, რომ ინფორმაცია არ არის დადასტურებული, ამას არავინ მიაქცევს ყურადღებას. ჩანაწერს არ გამოვაქვეყნებ მანამ, სანამ უფრო საფუძვლიანად არ შევისწავლი მას.
ვარიანტი 2
ამ საქმის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ამომრჩეველს აქვს უფლება იცოდეს ყველაფერი, სანამ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. მე ყველაფერს ისე დავწერ, როგორც არის, მივუთითებ, რომ წყარო არ არის დადასტურებული და ამით ყველას მიეცემა საშუალება საკუთარი დასკვნები გააკეთოს. უპასუხისმგებლობა იქნება ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვა.
სიტუაცია 2
თქვენ ხართ რედაქტორი და კიევში მუშაობთ. დონბასიდან მიიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილობრივმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა თავიანთ რიგებში ბავშვი მიიღეს და ის ჯარისკაცად გაწვრთნეს. ისტორია არ ჩანს საეჭვო და მეორე დილით თქვენ მას აქვეყნებთ. ორი დღის შემდეგ, ადგილობრივი ორგანიზაცია, რომელიც ფაქტების გადამოწმების მიმართულებით მუშაობს, გიკავშირდებათ და გეუბნებათ, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ბავშვი არის მსახიობი და ის ესტონური იუგურტის სარეკლამო რგოლში მონაწილეობს. როგორც ჟურნალისტები და კოლეგები, ისინი გაძლევენ საშუალებას უკან წაიღოთ სტატია. ამის შემდეგ თქვენ და თქვენი გუნდის წევრები იწყებთ გამოძიებას და არკვევთ, რომ ამბავი ყალბია. პროექტს კონფლიქტების გაშუქების შესახებ აფინანსებს დიდი საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია. პროექტი აერთიანებს ადგილობრივი ჟურნალისტების ქსელს პოსტსაბჭოთა ქვეყნების კონფლიქტურ რეგიონებში. უმძიმეს პირობებში მცხოვრები რეგიონული ჟურნალისტებისთვის ეს დაფინასება შემოსავლის ერთადერთი წყაროა. რამდენიმე დღის განმავლობაში თქვენ იკვლევთ ამ პროექტის ფარგლებში დაფინანსებულ სხვა სტატიებს და იგებთ, რომ არა მხოლოდ დონბასელი ავტორის ამბებია ნაწილობრივ ან სრულად ყალბი, არამედ ბევრ სხვა ავტორსაც აქვს გამოქვეყნებული არასათანადოდ გადამოწმებული ისტორიები თავიანთ სტატიებში. აშკარაა, რომ პრობლემა არის სისტემური. დონორი, როგორც კი მისთვის ეს ამბავი გახდება ცნობილი, საუკეთესო შემთხვევაში, შეაჩერებს დაფინანსებას და სავარაუდოდ პარტნიორობასაც გაწყვეტს. ეს არის თქვენი მთავარი პროექტი და მისი გაჩერება უდიდესი დარტყმა იქნება როგორც ფინანსური ისე რეპუტაციის თვალსაზრისით. უფრო მეტიც, თქვენ მიგაჩნიათ, რომ თქვენი მედიასაშუალება ასეთ დარტყმას ვერ გადაიტანს. როგორ მოიქცევით?
ვარიანტი1
უკან გაიწვევთ სტატიას ბავშვი ჯარისკაცის შესახებ და მოიხდით ბოდიშს, მაგრამ ნაკლები სიმძაფრით წამოაჩენთ პრობლემის მასშტაბს და წარმოადგენთ მას როგორც ერთეულ შემთხვევას და პირობას დადებთ, რომ გადამოწმების უფრო მკაცრ ზომებს აამოქმედებთ.
ვარიანტი2
უკან წაიღებთ ყველა სტატიას, რომელიც გადაუმოწმებელია, მიაწოდებთ დონორს სრულ ინფორმაციას და მოემზადებით შედეგების მისაღებად.
სიტუაცია 3
თქვენ ხართ ჟურნალისტი და ერევანში მუშაობთ. თქვენ იკვლევთ საინფორმაციო საშუალებებს, რომლებიც აქვეყნებენ სტატიებს იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარება რუსეთი სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში, ხოლო დასავლეთის ქვეყნები არაფერს აკეთებენ. თქვენ ეჭვი გაქვთ, რომ ეს არის კოორდინირებული პროპაგანდისტული კამპანია. სანდო რეპუტაციის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ანგარიშებიდან თქვენ იგებთ, რომ ამ გამოცემების ნაწილი დეზინფორმაციას ავრცელებს და შესაძლოა დაკავშირებული იყოს რუსეთთან. თქვენ აჩვენებთ მასალებს ანალიტიკოსებს და ისინიც გეთანხმებიან, რომ ეს მართლაც ჰგავს კოორდინირებულ მოქმედებას. თუმცა, თქვენ ვერ ახერხებთ ამ წყაროების რუსეთთან პირდაპირი კავშირის დადასტურებას. გაქვთ თუ არა საკმარისი ინფორმაცია სტატიის გამოსაქვეყნებლად?
ვარიანტი1
დიახ, დეზინფორმაციის სქემა უკვე კარგად არის გამოკვლეული. მე დავეყრდნობი ანალიტიკოსების ინტერვიუებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებს. ასევე, მასალაში შევიტან მსგავსი ტიპის ადრინდელ მაგალითებს და გამოვაქვეყნებ სტატიას.
ვარიანტი 2
არა, მე უნდა გავაგრძელო ამ ამბის კვლევა და აღმოვაჩნო პირდაპირი კავშირები რუსეთთან.