ნიუსრუმი დეზინფორმაციის წინააღმდეგ

კურსი გვიჩვენებს თუ რა დაბრკოლებებს აწყდებიან საქართველოში, თურქმენეთში, უკრაინასა და მოლდოვაში მომუშავე ჟურნალისტები.

Page-cover.jpg

აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში დეზინფორმაციის გავლენა საკმაოდ ძლიერია და ამას ხელს უწყობს როგორ შიდა, ასევე გარე აქტორები. ფილმი ახალგაზრდა და დამწყებ ჟურნალისტებს ასწავლის როგორ გადალახონ სირთულეები, რომლებსაც ისინი მუშაობის დროს გადააწყდებიან.

რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით ფილმში წარმოდგენილია ის მეთოდები, რომლებიც გამოიყენება საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და დეზინფორმაციის გასავრცელებლად სხვადასხვა მედიაპლატფორმების მიერ.

ფილმი გვიყვება იმის შესახებ, თუ როგორ იდევნებიან დამოუკიდებელი ჟურნალისტები მათი საქმიანობის გამო და როგორ უჭირთ მედია საშუალებებს სანდო ინფორმაციის მოძიება მსოფლიოს ყველაზე დახურულ ქვეყნებში.

კურსის მიზანია ახალბედა ჟურნალისტებს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე და იმ პრობლემებზე, რომლებსაც ისინი თავიანთი კარიერის განმავალობაში აუცილებლად წააწყდებიან.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გარე ძალების აგრესიული ჩარევა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გზით მიმდინარეობს. ამ მხრივ განსაკუთრებულ როლს თამაშობს რუსეთი, რომელიც ხისტი და რბილი ძალის გამოყენებით ცდილობს ვითარების დესტაბილიზაციას. ასეთ პირობებში დამოუკიდებელი მედია გადარჩენისთვის იბრძვის, ხოლო ოლიგარქების საკუთრებაში მყოფი და მთავრობასთან ასოცირებული მედია მდიდრდება.

ვისთვის იქნება სასარგებლო

  • ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისა და ტრენერებისთვის 

  • მედიაწიგნიერების და კომუნიკაციის სპეციალისტებისა და მკვლევარებისთვის 

  • მოქმედი რედაქტორებისა და ჟურნალისტებისთვის

სასწავლო მიზნები

  1. კრიტიკული აზროვნების განვითარება

  2. დეზინფორმაციის ამოცნობა და მასთან ბრძოლა

  3. არსებული მეთოდების შესახებ პრაქტიკული ცოდნის შეძენა და რეპორტაჟების ხარისხის გაუმჯობესება

შედეგები

  • ჟურნალისტები ნაკლებად მოექცევიან მანიპულაციის გავლენის ქვეშ და უფრო მეტად კრიტიკულები იქნებიან რეპორტაჟებისა თუ სხვა მასალის მომზადებისას  

  • კომუნიკაციის და ჟურნალისტიკის პედაგოგები შეძლებენ ეფექტური წვლილის შეტანას მედია წიგნიერების განვითარებაში

Previous
Previous

Redacția de combatere a dezinformării

Next
Next

Редакції протидіють дезінформації